არარეზიდენტის დაბეგვრა წყაროსთან

არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხა ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას თუ სსკ-ის 104-ე მუხლის მიხედვით წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს.

აღნიშნული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 10%-ით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მომსახურების გამწევი პირი განეკუთვნება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტს (ოფშორი), ამ შემთხვევაში დაბეგვრის განაკვეთია - 15%.

ამასთან, არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურება არ დაიბეგრება გადახდის წყაროსთან თუ არსებობს „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმება და ამ შეთანხმებით შემოსავალი დაბეგვრას ექვემდებარება „მხოლოდ“ მომსახურების გამწევის ქვეყანაში.

შენიშვნა:

  • თუ „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმებების მიხედვით, „შესაძლებელია“ შემოსავალი დაიბეგროს რომელიმე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში დაბეგვრას ექვემდებარება გადახდის წყაროსთან.

  • ქვეყნის რეზიდენტობა დგინდება ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული რეზიდენტობის ცნობის მიხედვით.


არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემოსავლის ოდენობის განსაზღვრა

თუ არარეზიდენტი პირი წარმოადგენს საქართველოს მოქალქეს, სსკ-ის 202-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შემოსავლები განისაზღვრება მხოლოდ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.

თუ არარეზიდენტი პირი წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მაშინ ყველა შემოსავალი გაითვალისწინება, მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებულიც.


სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები

დაბალი ბრუნვის მქონე ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირების მიზნით, შემოღებულია რამოდენიმე სპეციალური შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი -  მიკრო ბიზნესი, მცირე ბიზნესი და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი.

შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობისთვის აუცილებელია შესაბამისი სტატუსის მინიჭების თაობაზე სერთიფიკატის მიღება, რომელსაც განცხადების საფუძველზე კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში გასცემს შემოსავლების სამსახური.

სტატუსის მინიჭება

მიკრო ბიზნესის სტატუსი ენიჭება გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს, რომელიც:

  • არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას;
  • მოსალოდნელია, რომ მისაღები ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა;
  • არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული;
  • არ ეწევა საქართველოს მთავრობის მიერ აკრძალულ საქმიანობას.

ფიქსირებული ბიზნესის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც:

  • არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული;
  • ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საქმიანობას;
  • არ ეწევა საქართველოს მთავრობის მიერ აკრძალულ საქმიანობას.

მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც:

  • არ ეწევა საქართველოს მთავრობის მიერ აკრძალულ საქმიანობას.

შეღავათი და ვალდებულებები

მიკრო ბიზნესი

  • დაბეგვრა - არ იხდის საშემოსავლო გადასახადს;
  • მიმდინარე გადასახდელები - არ იხდიან მიმდინარე გადასახდელებს;
  • დეკლალირება - წარადგენენ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას;
  • სალარო აპარატი - თავისუფლდება  სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან;
  • ხარჯების და შემოსავლების აღრიცხვა - არ არის ვალდებული აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • სხვა შეღავათი/ვალდებულება - მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება არ ევალება.

ფიქსირებული

  • დაბეგვრა - საქმიანობის სახეების მიხედვით შეიძლება იყოს − დაბეგვრის ობიექტზე − 1 ლარიდან 2000 ლარის ფარგლებში.;
  • მიმდინარე გადასახდელები - არ იხდიან მიმდინარე გადასახდელებს;
  • დეკლალირება - არ წარადგენს საშემოსავლო/მოგების გადასახადის დეკლარაციას;
  • სალარო აპარატი - თავისუფლდება  სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან;
  • ხარჯების და შემოსავლების აღრიცხვა - არ არის ვალდებული აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • სხვა შეღავათი/ვალდებულება - არ თავისუფლდება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულებისაგან.

მცირე ბიზნესი

  • დაბეგვრა - დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-ით; დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3%-ით, თუ დასაბეგრი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში > 500 000 ლარზე;
  • მიმდინარე გადასახდელები - არ იხდიან მიმდინარე გადასახდელებს;
  • დეკლალირება - წარადგენენ საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას;
  • სალარო აპარატი - არ თავისუფლდება სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან;
  • ხარჯების და შემოსავლების აღრიცხვა - ვალდებულია აწარმოოს ხარჯის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალი, ამასთან, საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები;
  • სხვა შეღავათი/ვალდებულება - მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში ვალდებულია გადახდის წყაროსთან დააკავოს გადასახადი; დაქირავებული პირებისთვის კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად გადახდილი 6000 ლარამდე ხელფასი არ იბეგრება.

Address

ქ. თბილისი, ხიზანიშვილის ქ. N30
0167 Tbilisi

Phone

Email

info@acc.ge

Connect