არარეზიდენტის დაბეგვრა წყაროსთან

არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხა ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას თუ სსკ-ის 104-ე მუხლის მიხედვით წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს.

აღნიშნული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 10%-ით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მომსახურების გამწევი პირი განეკუთვნება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტს (ოფშორი), ამ შემთხვევაში დაბეგვრის განაკვეთია - 15%.

ამასთან, არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურება არ დაიბეგრება გადახდის წყაროსთან თუ არსებობს „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმება და ამ შეთანხმებით შემოსავალი დაბეგვრას ექვემდებარება „მხოლოდ“ მომსახურების გამწევის ქვეყანაში.

შენიშვნა:

  • თუ „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმებების მიხედვით, „შესაძლებელია“ შემოსავალი დაიბეგროს რომელიმე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში დაბეგვრას ექვემდებარება გადახდის წყაროსთან.

  • ქვეყნის რეზიდენტობა დგინდება ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული რეზიდენტობის ცნობის მიხედვით.

არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემოსავლის ოდენობის განსაზღვრა

თუ არარეზიდენტი პირი წარმოადგენს საქართველოს მოქალქეს, სსკ-ის 202-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შემოსავლები განისაზღვრება მხოლოდ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.

თუ არარეზიდენტი პირი წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მაშინ ყველა შემოსავალი გაითვალისწინება, მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებულიც.

სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები

დაბალი ბრუნვის მქონე ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირების მიზნით, შემოღებულია რამოდენიმე სპეციალური შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი -  მიკრო ბიზნესი, მცირე ბიზნესი და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი.

შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობისთვის აუცილებელია შესაბამისი სტატუსის მინიჭების თაობაზე სერთიფიკატის მიღება, რომელსაც განცხადების საფუძველზე კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში გასცემს შემოსავლების სამსახური.

მიკრო ბიზნესის სტატუსი ენიჭება გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს, რომელიც: ფიქსირებული ბიზნესის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც: მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც:
არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას; არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული; არ ეწევა საქართველოს მთავრობის მიერ აკრძალულ საქმიანობას.
მოსალოდნელია, რომ მისაღები ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა; ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საქმიანობას
არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული; არ ეწევა საქართველოს მთავრობის მიერ აკრძალულ საქმიანობას.
არ ეწევა საქართველოს მთავრობის მიერ აკრძალულ საქმიანობას.

ხშირად დასმული კითხვები:

Frequently asked question example

Example answer to the question. Feel free to customize this content with the actual information you want to provide.

Frequently asked question example

Example answer to the question. Feel free to customize this content with the actual information you want to provide.

Frequently asked question example

Example answer to the question. Feel free to customize this content with the actual information you want to provide.