სწორ საბუღალტრო და საგადასახადო გადაწყვეტილებზე მნიშველოვნად არის დამოკიდებული თქვენი ბიზნესის წარმატება. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, რომ მომზადდეს სწორი ინფორმაცია, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონდებლობასთან.


ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება

  • ინფორმაციის ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხვა – ყველა ფინანსური ოპერაციის (შემოსავალი, ხარჯი, ავანსი, კაპიტალი და სხვ.) ზუსტი და დროული ასახვა საბუღალტრო პროგრამაში.

  • დებიტორ-კრედიტორების კონტროლი და შედარება – პარტნიორებთან და მომწოდებლებთან შედარებები, მოთხოვნებისა და დავალიანებების მართვა და კონტროლი.

  • ფინანსური მონაცემების დამუშავება და ანალიზი – კომპანიის ფინანსური მდგომარეობის რეგულარული შეფასება, რისკების იდენტიფიკაცია და მართვის რეკომენდაციები.

  • დოკუმენტაციის მომზადება –ხელშეკრულებების, ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა ბუღალტრული დოკუმენტების მომზადება.


ძველი პერიოდების აღრიცხვის გასწორება

წარსული პერიოდების არასწორი ბუღალტრული აღრიცხვა ხშირად ხდება ბიზნესის ყველაზე სუსტი წერტილი. ჩვენ გავასწორებთ და მოვამზადებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია — სწორად და დროულად.

  • დოკუმენტების დამუშავება -  შემოსული და გასული ინვოისების სწორად გაწერა და შეყვანა ბუღალტრულ პროგრამაში, ზედნადებების გადამოწმება და მათი ასახვა შემოსავლების სამსახურის (RS) პორტალზე, ანგარიშფაქტურებისა და გადახდების შედარება, ბანკის ამონაწერების ანალიზი და დამუშავება. ხელშეკრულებების საფუძველზე ოპერაციების კლასიფიცირებას (მაგალითად, ლიზინგი, სესხი, მომსახურება და სხვა), ასევე ელექტრონული არქივის შექმნას, რათა მომავალი აუდიტისა თუ საგადასახადო შემოწმებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი სრულად და მოწესრიგებულად იყოს მზად.

  • ზედნადებებისა და საგადასახადო ინფორმაციის გადამოწმება - ზედნადებების შინაარსისა და ფორმის სისწორის უზრუნველყოფას, შემოსავლების სამსახურის (RS) სისტემაში ასახული ინფორმაციის სისწორის კონტროლს, ანგარიშ-ფაქტურების სრული შესაბამისობის დადასტურებას, დღგ-ს ანგარიშგების რეალურ ოპერაციებთან შედარებას და საწარმოსათვის მიუღებელი ან სადავო ზედნადებების დროულ გამოვლენას, რათა თავიდან იქნეს აცილებული საგადასახადო რისკები და შესაძლო დავები.

  • საგადასახადო და ბალანსის მონაცემების კორექტირება - წარსულ პერიოდში დარეგისტრირებული მონაცემების სიღრმისეულ ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში მათ ზუსტ და კანონიერ შეცვლას. ამ პროცესში დეტალურად განისაზღვრება და დაზუსტდება ბუღალტრული ჩანაწერები, გადამოწმდება და საჭიროებისამებრ კორექტირდება საგადასახადო დეკლარაციები, ხოლო ბალანსისა და ფინანსური ანგარიშგების მონაცემები გათანაბრდება რეალურ ოპერაციებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს სრული შესაბამისობა კანონმდებლობასთან და ორგანიზაციის ფინანსურ რეალობასთან.


სპეციალური სერვისები (საბუღალტრო მომსახურების ფარგლებში)

საგადასახადო დავა

მგვნარჩენების მართვის სისტემაში რეგისტრაცია – საჭიროების შემთხვევაში, პირის ვარეგიტრირებთ ნარჩენების მართვის სისტემაში და ვაგზავნით ყოველთვიურ დეკლარაციებს/ინვოისების.

მწარმოებელი/იმპორტიორი, რომელიც ახორციელებს მგვ-ის დაქვემდებარებული პროდუქციის - ბატარეები და აკუმულატორები, ზეთები, საბურავები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები საქართველოს ბაზარზე პირველად განთავსებას, მათი გაყიდვის ფორმის მიუხედავად, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია მგვ-ის რეესტრში.  კერძოდ:

  • მწარმოებელი/იმპორტიორის რეგისტრაცია/ავტორიზაცია;

  • მგვ-ის ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმება;

  • ინვოისებისა და დეკლარაციების ყოველთვიური გაგზავნა.

საგადასახადო დავა

შრომითი მიგრაციის სისტემაში რეგისტრაცია – საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველვყოფთ რეგისტრაციას და ანგარიშგებას შრომითი მიგრაციის ელექტრონულ ბაზაში.

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის მიხედვით, ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი თანამშრომელი დაარეგისტრიროს შრომითი მიგრაციის მართვის ელექტრონული სისტემაში.

საგადასახადო დავა

სტატისტიკური ფორმების შევსება – საჭიროების შემთხვევაში, ვამზადებთ და ვაგზავნით ოფიციალურ სტატისტიკურ ფორმებს ეროვნული სტატისტიკის სამსახურში დადგენილი ვადების დაცვით.

"ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, საქსტატის მოთხოვნის შემთხვევაში წარადგინონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის კონფიდენციალური. პასუხისმგებლობა ინფორმაციის წარუდგენლობისათვის გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177(12) მუხლით.

Address

ქ. თბილისი, ხიზანიშვილის ქ. N30
0167 Tbilisi

Phone

Email

info@acc.ge

Connect