ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას საგადასახადო დავებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში:

საგადასახადო დავა
  • გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება;
  • მტკიცებულებების შეგროვება და ანალიზი;
  • საჩივრის მომზადება და წარდგენა შემოსავლების სამსახურში;
  • კლიენტის წარმომადგენლობა დავების საბჭოში.

ვენ ვიცით, რომ ვადების დაცვა და სწორი არგუმენტაცია გადამწყვეტია. ჩვენი მიზანია თქვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვა საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.


საგადასახადო დავასთან დაკავშირებით ზოგადი ინფორმაცია

საგადასახადო დავის არსი

საგადასახადო დავა არის სამართლებრივი პროცესი, რომლის მიზანია გადამხდელსა და საქართველოს შემოსავლების სამსახურს (ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს) შორის წარმოშობილი დავის გადაჭრა. ასეთი დავები, როგორც წესი, ჩნდება მაშინ, როდესაც გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, დარიცხვას ან ჯარიმას.

დავის განხილვის ეტაპები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.

გასაჩივრების ვადა

განხილვის, საუბრისა თუ მიმოწერის დაწყებამდე გასარკვევია გასაჩივრების ვადა. შემოსავლების სამსახურში გასასაჩივრებლად კანონმდებლობით განსაზღვრულია 30 კალენდარული დღე მოთხოვნის/ბრძანების/ა.შ. ჩაბარებიდან/გაცნობიდან. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა აღნიშნული დოკუმენტ(ებ)ს არ გაცნობილხართ, კანონმდებლობით იგი შეიძლება ჩაბარებულად/გაცნობილად ითვლებოდეს. ამ უკანასკნელის გათვალისწინებით ნუ დაგამშვიდებთ ის გარემოება, რომ თქვენს RS გვერდზე ატვირთულ დოკუმენტაციას არ ეცნობით და შესაბამისად აღსრულების ღონისძიებების სამართლებრივი საფუძველი ვერ წარმოიშობა.

რატომ არის მნიშვნელოვანი პროფესიონალური მხარდაჭერა

  • ფრთხილად უნდა ვიყოთ საჩივრის მომზადებისას, რომ რაიმე საკითხი არ გამოგვრჩეს, რომელსაც სხვა ეტაპებზე ვეღარ შევეხებით თუ დამატებით აღმოჩენილი გარემოება არ იარსებებს;

  • საჩივარში არწერილ პოზიციას საფუძვლად უნდა ედოს დოკუმენტაცია, რომელიც საჩივართან ერთად დანართის სახით აიტვირთება. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია მოცულობითია, ხელთ იმ მომენტში არ გაგვაჩნია ან სხვა მიზეზით ვერ ვურთავთ საჩივარს, შესაძლოა ამის შესახებ მივანიშნოთ საჩივარში და შემდგომ განმხილველ ან შემსწავლელ/აღამასრულებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარვუდგინოთ;

  • თუ დარიცხვის საფუძვლ(ებ)ის გასაქარწყლებლად მყარი არგუმენტები არ გაგვაჩნია, საჩივარში შესაძლებელია მიეთითოს სხვა საკითხები და გარემოებები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში მოხდება დარიცხული ჯამური თანხის შემცირება. ამ შემთხვევეაში ხდება არა მხოლოდ დარიცხვის საფუძვლების გაანალიზება, არამედ მეწარმე პირის შემოწმებულ პერიოდში ყველა ოპერაციის შესწავლა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა, რომლებიც შემდგომ შედარდება წარდგენილ დეკლარაციებთან;

  • ჩვენ ასე ვმუშობთ და თქვენც გირჩევთ, საკითხის გასაჩივრებისას არგუმენტად რამოდენიმე გზა გამოიყენეთ და წარმოაჩინეთ, რომ ეს გზები ყველა ერთი მიმართულებით მიდის, რომელიც თქვენს პოზიციას ემთხვევა;

  • საჩივრის წარდგენის ფორმა ითვალისწინებს იმ მონიშვნას, რომ თქვენ ეთანხმებით საჩივრის განხილვას თქვენი დასწრების გარეშე, თუმცა საჩივარში შეგიძლიათ მიუთითოთ, რომ თქვენი დასწრება უკეთ გამოხატავს თქვენს პოზიციას, რისი გათვალისწინებაც ჩვენი გამოცდილებით უმრავლეს შემთხვევაში ხდება;

  • საჩივარში აღწერილი გარემოებების შემოსავლების სამსახურის მიერ მნიშვნელოვნად მიჩნევის შემთხვევაში, შესაძლოა გამოიცეს ბრძანება (გადაწყვეტილება) მომჩივნის მიერ წარდგენილი ან წარსადგენი დოკუმენტაციის გათვალისწინებით საკითხის დამატებით შესწავლის შესახებ... და აი აქედან იწყება მაკონტროლირებელი ორგანოს თანამშრომელთან სამუშაო ურთიერთობა თუ მანამდე არ თანამშრომლობდით მათთან. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, საერთო ინტერესია ინფორმაცია იმ ფორმით მიეწოდოს შემსწავლელს, რომელიც დაზოგავს როგორც მის, ასევე თქვენს შრომით და შესაბამისად, დროით რესურსს.

  • შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღსრულება ხდება ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის და შესაბამისად მასაც აქვს გასაჩივრების ვადა - ამ ბრძანების (გადაწყვეტილების) გასაჩივრება ხდება ფინანსთა სამინისტროში 20 დღის ვადაში, რომელსაც ფინანსტა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო განიხილავს.

თუ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ არ ვეთანხმებით, ხოლო დანარჩენი საკითხის შესწავლისას გამოიცა ისეთი აქტი, რომელსაც კვლავ არ ვეთანხმებით - საგადასახადო დავა გრძელდება უკვე ორ ინსტანციაში: 

  • საჩივარზე მიღებული შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება (ნაწილობრივ) იგზავნება ფინანსთა სამინისტროში გასაჩივრებლად.

  • საკითხის შემსწავლელის მიერ ახალი აქტის საფუძველზე გაცემული საგადასახადო მოთხოვნა კი კვლავ შემოსავლების სამსახურში საჩივრდება.

ამ ეტაპზე თავდაპირველად ერთი აქტით დარიცხული თანხების საჩივრები იყოფა ორ დამოუკიდებელ პროცესად, და მათი რაოდენობაზე ზედა ზღვარი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული.


Address

ქ. თბილისი, ხიზანიშვილის ქ. N30
0167 Tbilisi

Phone

Email

info@acc.ge

Connect