მწარმოებელი/იმპორტიორი, რომელიც ახორციელებს მგვ-ის დაქვემდებარებული პროდუქციის - ბატარეები და აკუმულატორები, ზეთები, საბურავები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები საქართველოს ბაზარზე პირველად განთავსებას, მათი გაყიდვის ფორმის მიუხედავად, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია მგვ-ის რეესტრში

ავტორიზაცია

მგვ-რეესტრში ავტორიზაციისთვის რეგისტრირდება ფიზიკური პირი. (დირექტორი/უფლებამოსილი პირი)

მწარმოებელი/იმპორტიორის რეგისტრაცია

- ინფორმაცია კომპანიის შესახებ.

(დირექტორი/უფლებამოსილი პირი დოკუმენტში უნდა აიტვირთოს ცნობა: დირექტორს რეგისტრაციისას ამონაწერი რეესტრიდან, წარმომადგენელს რეგისტრაციისას კომპანიის შიდა მინდობილობა.)

მგვ-ის ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმება

- მგვ-ის ორგანიზაციასთან შერჩევა;

- შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.

ფორმების და დეკლარაციის გაგზავნა

- ყოველთვიურად მგვ-ის ორგანიზაციისთვის ფორმების მიწოდება;

- ყოველთვიური დეკლარირება.