"ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, საქსტატის მოთხოვნის შემთხვევაში წარადგინონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის კონფიდენციალური. პასუხისმგებლობა ინფორმაციის წარუდგენლობისათვის გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177(12) მუხლით.