არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხა ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას თუ სსკ-ის 104-ე მუხლის მიხედვით წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს.
აღნიშნული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 10%-ით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მომსახურების გამწევი პირი განეკუთვნება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტს (ოფშორი), ამ შემთხვევაში დაბეგვრის განაკვეთია - 15%.
ამასთან, არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურება არ დაიბეგრება გადახდის წყაროსთან თუ არსებობს „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმება და ამ შეთანხმებით შემოსავალი დაბეგვრას ექვემდებარება „მხოლოდ“ მომსახურების გამწევის ქვეყანაში.
შენიშვნა:
- თუ „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმებების მიხედვით, „შესაძლებელია“ შემოსავალი დაიბეგროს რომელიმე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში დაბეგვრას ექვემდებარება გადახდის წყაროსთან.
- ქვეყნის რეზიდენტობა დგინდება ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული რეზიდენტობის ცნობის მიხედვით.